ფასები ძალაშია:

საიტი და მისი განვითარება

როცა საიტი უკვე გაქვს ან სხვა ფორმატი გჭირდება

არსებული საიტის რეანიმაცია

299₾ერთჯერადი

საიტი გაქვს, მაგრამ მობილურზე იშლება, ნელა იტვირთება ან Google-ში არ ჩანს. ვიღებთ არსებულ კონტენტს, თავიდან ვაწყობთ სწრაფ და ადაპტირებულ ვერსიას და ვინარჩუნებთ ძველ მისამართებს, რომ დაგროვილი პოზიციები არ დაიკარგოს.

  • ტექნიკური დიაგნოსტიკა და ანგარიში
  • ახალი, ადაპტირებული დიზაინი
  • ძველი URL-ების შენარჩუნება
  • სისწრაფის ოპტიმიზაცია

მრავალენოვანი ვერსია

149₾თითო ენა

ქართული, ინგლისური, რუსული. ტურიზმში, სამედიცინო და საექსპორტო სფეროებში ეს ხშირად უფრო მეტს იძლევა, ვიდრე ახალი გვერდები — რადგან სულ სხვა აუდიტორიას ხსნის.

  • თარგმანის განთავსება და ენების გადამრთველი
  • ცალკე მისამართი თითოეულ ენაზე
  • hreflang, რომ Google-მა სწორი ვერსია აჩვენოს

პროდუქციის კატალოგი შეკვეთით

449₾ერთჯერადი

სრულფასოვანი ონლაინ მაღაზია ბანკის ინტეგრაციით ჩვენი მასშტაბი არ არის და ამას პირდაპირ ვამბობთ. სამაგიეროდ ვაწყობთ კატალოგს, სადაც პროდუქცია, ფოტოები და ფასები ლამაზადაა ჩამოწერილი, შეკვეთა კი ფორმით ან WhatsApp-ით ფორმდება. მცირე ბიზნესის უმეტესობას სწორედ ეს სჭირდება და რამდენჯერმე იაფია.

  • 30-მდე პროდუქტი კატეგორიებით
  • ფოტოგალერეა თითოეულზე
  • შეკვეთის ფორმა და WhatsApp ღილაკი
  • ფასების დამოუკიდებლად განახლება

ბრენდი და კონტენტი

ის, რაც საიტს სჭირდება, მაგრამ კოდთან კავშირი არ აქვს

ლოგო და ბრენდის ნაკრები

199₾ერთჯერადი

თუ ლოგო არ გაქვს ან ძველი აღარ გამოდგება. სამი ვარიანტიდან ირჩევ, შემდეგ არჩეულს ვასრულებთ და გაძლევთ ყველა ფორმატში, რაც პრაქტიკაში დაგჭირდება.

  • 3 საწყისი ვარიანტი, შემდეგ დახვეწა
  • ვექტორული და PNG ფაილები
  • Favicon საიტისთვის
  • Cover სურათები Facebook-ისა და Instagram-ისთვის

ტექსტების დაწერა

149₾საიტზე

თუ საერთოდ არაფერი გაქვს დაწერილი. ვსაუბრობთ 20-30 წუთი, ვიგებთ რას აკეთებ და ვინ არის შენი კლიენტი, შემდეგ ვწერთ საიტის ყველა ტექსტს — ისე, როგორც კლიენტი ამბობს და არა როგორც შენს სფეროშია მიღებული.

  • ყველა გვერდის ტექსტი
  • სათაურები საძიებო სისტემებისთვის
  • ერთი წრე შესწორებების

Facebook გვერდის შექმნა

100₾ერთჯერადი

თუ Facebook გვერდი ჯერ არ გაქვს ან არსებული მიტოვებულია. ვქმნით, ვაწყობთ და ვაკავშირებთ საიტთან.

  • ლოგო, პროფილი, Cover
  • Bio და საკონტაქტო პარამეტრები
  • საიტთან დაკავშირება

ტექნიკური მხარდაჭერა

რაც საიტს გამოქვეყნების შემდეგ სჭირდება

ყოველთვიური მოვლა

39₾თვეში

ყველაზე ხშირი მიზეზი, რის გამოც საიტი ფუჭდება, უყურადღებობაა: ვადაგასული დომენი, მოძველებული ფასები, გაუკეთებელი სარეზერვო ასლი. ეს პაკეტი ამას იღებს შენგან.

  • ტექსტისა და ფასების ცვლილება — თვეში 5-მდე
  • ყოველდღიური სარეზერვო ასლი
  • ხელმისაწვდომობის მონიტორინგი
  • დომენის ვადის კონტროლი და შეხსენება
  • პასუხი 24 საათში

Google Analytics და Search Console

79₾ერთჯერადი

რომ იცოდე, რამდენი ადამიანი შემოდის, საიდან და რომელ გვერდზე ჩერდება. ამის გარეშე საიტის შედეგზე მსჯელობა შეუძლებელია.

  • ორივე სისტემის დაყენება
  • Sitemap-ის დარეგისტრირება
  • მოკლე ინსტრუქცია, სად რა იკითხება

სიჩქარისა და SEO აუდიტი

99₾ერთჯერადი

არსებული საიტისთვის, ჩვენით დამზადებულის ჩათვლით თუ არა. ვამოწმებთ და ვწერთ, რა აფერხებს — გასაგები ენით, არა ტექნიკური ჟარგონით.

  • სისწრაფე მობილურზე და კომპიუტერზე
  • ინდექსაციის შემოწმება
  • სათაურები, აღწერები, სტრუქტურა
  • ჩამონათვალი პრიორიტეტების მიხედვით

Google Map-ზე დამატება

100₾ერთჯერადი

ბიზნესის რეგისტრაცია და გამართვა Google Maps-ზე, რომ ლოკალურ ძიებაში გამოჩნდე.

  • პროფილის შექმნა და ვერიფიკაცია
  • კატეგორიები, საათები, ფოტოები
  • საიტთან დაკავშირება

უფრო მცირე დამატებები

ნებისმიერ პაკეტთან ერთად

შეკვეთის გაფორმების ფორმა100₾
CRM System — მომხმარებელთა ბაზა100₾
ყველა ფასი ერთ ადგილას: საიტის პაკეტები 199₾-დან და ჰოსტინგი 10₾/თვე. ვერ გადაწყვიტე, რა გჭირდება? დაგვირეკე და აღწერე ბიზნესი — ხშირად ვურჩევთ იმაზე ნაკლებს, ვიდრე კლიენტს ეგონა.