📞  591 96 07 96 — დაგვირეკე შესაკვეთად

ვებ საიტის დამზადება შენი ბიზნესისთვის
2 დღეში

ვებ საიტის დამზადება — გვიგზავნი Facebook გვერდის ლინკს და ჩვენ 2 სამუშაო დღეში გაბარებთ საიტს (Silver და Gold პაკეტები).

120+ შექმნილი ვებსაიტი
Silver და Gold — 2 დღეში
ჰოსტინგი 10₾/თვე
🔥  უფასო კონსულტაცია — 30 წუთში გიპასუხებთ
4.9/5 შეფასება
SEO Optimization
SSL უფასოდ
მობილური ვერსია
ქართული მხარდაჭერა
120+
დასრულებული პროექტი
2
დღე — Silver და Gold
98%
კმაყოფილი მომხმარებელი
პროცესი

3 ნაბიჯი საიტების დამზადებისთვის

ვმუშაობთ სწრაფად, გამჭვირვალედ და შედეგზე ორიენტირებულად.

გვიგზავნი Facebook ლინკს

გვიგზავნი Facebook გვერდის ლინკს — ვიყენებთ ფოტოებს, კონტენტს, ბრენდს. სხვა არაფერი გჭირდება.

ჩვენ ვქმნით საიტს

2 სამუშაო დღის განმავლობაში ვქმნით პროფესიონალურ დიზაინს, კონტენტს და SEO ოპტიმიზაციას.

პროექტის ჩაბარება

ვაბარებთ მზა საიტს — ოპტიმიზირებულს საძიებო სისტემებისთვის, ყველა მოწყობილობაზე ადაპტირებულს, საკუთარი დომეინით.

ფასები

საიტის დამზადება ფასები — Silver, Gold, Platinum

ყველა პაკეტი ბარდება დათქმულ დროში.

♦  ყველა ფასს ემატება ჰოსტინგი 10₾/თვე — ან ვებსაიტი განთავსდება თქვენს ჰოსტინგზე.

შეკვეთა

საიტის შეკვეთა — 30 წუთში დაგიკავშირდებით

30 წუთის განმავლობაში დაგიკავშირდებით დეტალების დასაზუსტებლად.

მიუთითეთ სახელი ან კომპანიის დასახელება.
მიუთითეთ სწორი ნომერი — მინიმუმ 9 ციფრი.
თუ Facebook გვერდი არ გაქვს — გამოტოვე, დაგირეკავთ და დავაზუსტებთ.

გაგზავნით ეთანხმები, რომ დაგიკავშირდებით — იხილე კონფიდენციალურობის პოლიტიკა.

50% ავანსი
2 დღის გარანტია
უფასო SSL
✓ შეკვეთა მზადაა გასაგზავნად
WhatsApp უნდა გახსნილიყო — გაგზავნეთ მესიჯი და 30 წუთში დაგიკავშირდებით.
ჰოსტინგი

ვებ ჰოსტინგი საქართველოში — 10₾/თვე

ვარიანტი 1

საკუთარი ჰოსტინგი

0₾ / გადაცემა

გაქვს ჰოსტინგი? შენს სერვერზე განვათავსებთ ვებსაიტს. დამატებითი საფასური არ გექნება.

✦ რეკომენდებული
ვარიანტი 2

WebKing ჰოსტინგი

10₾ / თვეში

SSD სერვერი · SSL · ყოველდღიური Backup · ქართული მხარდაჭერა. შენ მხოლოდ ბიზნესზე იფიქრე.

შეფასებები

კლიენტების აზრი

120+ კმაყოფილი კლიენტი — ეს არის ჩვენი საუკეთესო სარეკლამო ფარი.

★★★★★

Silver საიტი გავაკეთე და 2 დღეში ჩამაბარეს. ძალიან სწრაფად მუშაობენ, რეკომენდაციას ვუწევ ჩემი მხრიდან. მადლობა.

Silver პაკეტი · რესტორანი
★★★★★

Gold პაკეტი ავიღე, ძალიან კმაყოფილი ვარ! SEO ოპტიმიზაციის შემდეგ Google-ში პირველ გვერდზე ვარ. ფასი-ხარისხი შესანიშნავია.

Gold პაკეტი · სილამაზის სალონი
★★★★★

Platinum პაკეტით Google Maps-ზეც დამამატეს. პროფესიონალური გუნდია. მართლაც კარგი მომსახურებით გამოირჩევიან.

Platinum პაკეტი · სამშენებლო კომპანია
ვისთვის

როგორ ბიზნესებს ვუკეთებთ საიტებს

არ ვართ დარგობრივად შეზღუდულები, მაგრამ გამოცდილება ყველაზე მეტად ამ მიმართულებებში დაგროვდა.

მომსახურების სფერო

სილამაზის სალონები, კლინიკები, სასწავლო ცენტრები, იურიდიული და საბუღალტრო მომსახურება, ევაკუატორი, სარემონტო სამუშაოები. აქ საიტის მთავარი ამოცანა ნდობის მოპოვება და დარეკვის გამარტივებაა.

ტურიზმი და ტრანსპორტი

ტურ-ოპერატორები, ავიაბილეთების აგენტები, ტრანსფერი, ჰოსტელები. ამ სფეროში კრიტიკულია სისწრაფე და მობილური ვერსია — ვიზიტორი ხშირად გზაშია.

ვაჭრობა და წარმოება

სამშენებლო მასალები, ავეჯი, სპეციალიზებული აღჭურვილობა. აქ საიტი კატალოგია: პროდუქცია, მახასიათებლები, ფასები და შეკვეთის მარტივი გზა.

პირადი ბრენდი

ფსიქოლოგები, რეპეტიტორები, ფოტოგრაფები, კონსულტანტები. ერთგვერდიანი საიტი ბიოგრაფიით, სერვისებით და ჩაწერის ფორმით ჩვეულებრივ სავსებით საკმარისია.

შენი სფერო არ ჩანს? ეს არაფერს ნიშნავს — უბრალოდ დაგვირეკე და აღწერე, რას აკეთებ. თუ დავინახავთ, რომ ვერ დაგეხმარებით, პირდაპირ გეტყვით.
რატომ

Facebook გვერდი მაქვს — საიტი მართლა მჭირდება?

ეს ყველაზე ხშირი კითხვაა და პასუხი არ არის „კი, აუცილებლად". ქვემოთ სამი კონკრეტული განსხვავებაა — თვითონ გადაწყვიტე, ეხება თუ არა შენს ბიზნესს.

1. Facebook-ზე შენი აუდიტორია შენი არ არის

თუ Facebook ხვალ ალგორითმს შეცვლის ან გვერდს დაბლოკავს, შენ კლიენტებთან კავშირს კარგავ და ვერაფერს იზამ. საიტი შენს დომენზე დგას, შენს სახელზე რეგისტრირებულია და არავის შეუძლია წაგართვას.

2. Google-ში Facebook გვერდი პრაქტიკულად არ იძებნება

როცა ადამიანი წერს „სანტექნიკოსი თბილისში" ან „ავეჯის შეკეთება", Google-ის პირველ გვერდზე საიტები ჩნდება, არა Facebook-ის გვერდები. ეს ის მომხმარებელია, რომელიც უკვე ეძებს იმას, რასაც შენ ყიდი — და შენამდე ვერ აღწევს.

3. ნდობა — ზუსტად ის, რაზეც ფიქრობს კლიენტი

როცა ადამიანი დიდ თანხას იხდის, ის ამოწმებს. საკუთარი დომენი, გამართული საიტი და ხილული საკონტაქტო ინფორმაცია ამბობს, რომ ბიზნესი რეალურია. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამშენებლო, სამედიცინო, იურიდიულ და საფინანსო სფეროებში.

და პირიქით — როდის არ გჭირდება საიტი? თუ ბიზნესი მთლიანად ინსტაგრამის ვიზუალზეა აგებული, კლიენტები მხოლოდ რეკომენდაციით მოდიან და Google-ში არავინ ეძებს შენს სერვისს — მაშინ საიტი შეიძლება დაელოდოს. ამას გულახდილად გეტყვით შეკვეთამდე და არა შემდეგ.

საიტი Facebook-ს არ ცვლის

საუკეთესო შედეგს ორივე ერთად იძლევა: Facebook-ზე ყოველდღიური კომუნიკაცია და სიახლეები, საიტზე კი — სრული ინფორმაცია, ფასები და შეკვეთის საშუალება. ჩვენ სწორედ ამიტომ ვიწყებთ სამუშაოს შენი Facebook გვერდიდან: იქ უკვე დევს ფოტოები, ტექსტები და ბრენდის სტილი, რომელიც საიტზე გადმოგვაქვს.

ხშირი კითხვები

საიტების დამზადება — FAQ

ყველაფერი რაც უნდა იცოდე საიტის დამზადება ფასებისა და პროცესის შესახებ

საიტის დამზადება ფასები — რა ღირს?

საიტების დამზადება WebKing.ge-ზე იწყება 199₾-დან. Silver (1-გვერდიანი) — 199₾, Gold (5-გვერდიანი) — 349₾, Platinum (5+ გვერდი + Google Maps) — 599₾. ყველა პაკეტს ემატება ვებ ჰოსტინგი 10₾/თვე.

საიტების დამზადება რამდენ დროში ხდება?

Silver და Gold პაკეტში ვებ საიტის დამზადება ხდება 2 სამუშაო დღეში. Platinum — 5+ სამუშაო დღეში. გარანტიას ვაძლევთ ჩაბარების ვადაზე.

ვებ ჰოსტინგი რა ჩათვლია?

WebKing ვებ ჰოსტინგი — 10₾/თვე: SSD სერვერი, SSL სერტიფიკატი, ყოველდღიური Backup, ქართულენოვანი ტექნიკური მხარდაჭერა. გაქვს საკუთარი ჰოსტინგი? განვათავსებთ შენს სერვერზე.

მობილური ვერსია (Responsive) ჩართულია?

კი, ყველა პაკეტში მობილური და პლანშეტის ვერსია ჩართულია. Google Mobile-First Indexing-ს იყენებს — ამიტომ მობილური ოპტიმიზაცია SEO-სთვის კრიტიკულია.

Facebook-ის გარეშეც შეიძლება საიტის შეკვეთა?

Facebook გვერდი ყველაზე სწრაფი გზაა — ვიყენებთ ფოტოებს, კონტენტს, ბრენდს. Facebook-ის გარეშეც ვქმნით ვებ გვერდს — საჭიროა ბრენდის ინფორმაცია, ლოგო და სასურველი სექციები.

ჩაბარების შემდეგ ტექსტის შეცვლა თვითონ შემიძლია?

პატარა ცვლილებებს — ფასი, სამუშაო საათები, ტელეფონი — უფასოდ ვაკეთებთ: უბრალოდ მოგვწერე WhatsApp-ზე და იმავე დღეს გავასწორებთ. თუ გირჩევნია თვითონ მართო, ჩაბარებისას გიჩვენებთ, სად და როგორ იცვლება ტექსტი.

თბილისის გარეთ მუშაობთ?

კი, მთელი საქართველოს მასშტაბით. მთელი პროცესი ონლაინ მიმდინარეობს — WhatsApp, ზარი და ელფოსტა. ფიზიკური შეხვედრა არასოდეს არის აუცილებელი, თუმცა თბილისში შესაძლებელია.

WebKing.ge — ქართული გუნდი, რომელიც ბიზნესებს ეხმარება ონლაინ წარმოჩინებაში. 120-ზე მეტი პროექტი თბილისსა და საქართველოს მასშტაბით, პაკეტები 199₾-დან.