საიტის დამზადების ფასები

საიტის დამზადება — ფასები
გამჭვირვალედ, 199₾-დან

199₾-დან — Silver და Gold 2 სამუშაო დღეში, Platinum 5+ დღეში. ყველა პაკეტი ბარდება დათქმულ ვადაში. ჰოსტინგი 10₾/თვე.

4.9/5 შეფასება
SEO Optimization
SSL უფასოდ
მობილური ვერსია
ქართული მხარდაჭერა
ფასები

საიტის დამზადების ფასები — Silver, Gold, Platinum

ყველა პაკეტი ბარდება დათქმულ დროში. ფარული გადასახადი არ არსებობს.

Silver
199
ჩაბარება 2 სამუშაო დღეში
  • 1-გვერდიანი ვებსაიტი
  • მობილური და პლანშეტ (Responsive) ვერსია
  • პროფესიონალური დიზაინი (UI)
  • სრული საკონტაქტო ინფორმაცია
  • Facebook-თან დაკავშირება
  • SSL სერტიფიკატი
  • SEO Basic ოპტიმიზაცია
  • სწრაფი ჩატვირთვის ოპტიმიზაცია
შეუკვეთე Silver
Platinum
599
ჩაბარება 5+ სამუშაო დღეში
  • 5 ან მეტ-გვერდიანი ვებსაიტი
  • მობილური და პლანშეტ (Responsive) ვერსია
  • პროფესიონალური დიზაინი (UI)
  • Google Map-ზე ბიზნესის დამატება
  • სრული საკონტაქტო ინფორმაცია
  • Facebook-თან დაკავშირება
  • WhatsApp ღილაკი
  • SSL სერტიფიკატი
  • Advanced SEO Optimization
  • სწრაფი ჩატვირთვის ოპტიმიზაცია
შეუკვეთე Platinum

♦  ყველა ფასს ემატება ჰოსტინგი 10₾/თვე, ან ვებსაიტი განთავსდება თქვენს ჰოსტინგზე.

დამატებები

დამატებითი ფუნქციონალი

ნებისმიერ პაკეტთან ერთად შეგიძლიათ აირჩიოთ

Google Map-ზე დამატება 100₾
Facebook გვერდის შექმნა ლოგო, პროფილი, Cover, Bio, პარამეტრები 100₾
შეკვეთის გაფორმების ფორმა 100₾
CRM System (მომხმარებელთა ბაზა) 100₾

საიტის გარდა ვაკეთებთ ყოველთვიურ მოვლას 39₾-დან, მრავალენოვან ვერსიას, ლოგოს, ტექსტებს, არსებული საიტის რეანიმაციას და პროდუქციის კატალოგს. ყველა სერვისი ფასებით ↗

ჰოსტინგი

ჰოსტინგი — 10₾/თვე, ან შენს სერვერზე

ყველა პაკეტს ემატება ვებ ჰოსტინგი 10₾/თვე, SSD სერვერი, SSL სერტიფიკატი, ყოველდღიური Backup და ქართული მხარდაჭერა. თუ საკუთარი ჰოსტინგი გაქვს, ვებსაიტს იქ განვათავსებთ დამატებითი საფასურის გარეშე.

ჰოსტინგის დეტალები ↗

პირველად უკვეთავ საიტს? წაიკითხე გზამკვლევი, რა სჭირდება საიტს, რამდენი ღირს და რას მიაქციო ყურადღება.

არჩევანი

როგორ ავირჩიო პაკეტი

სამივე პაკეტში ერთი და იგივე ხარისხის დიზაინი და კოდია. განსხვავება მხოლოდ იმაშია, რამდენი გვერდი და რამდენი ფუნქცია გჭირდება.

Silver — 199₾

ერთგვერდიანი საიტი. გამოდგება, თუ ბიზნესი ერთ სერვისს სთავაზობს კლიენტს და საიტის მთავარი დანიშნულებაა, ადამიანმა ნახოს ვინ ხარ, რას აკეთებ და როგორ დაგიკავშირდეს.

ტიპური შემთხვევა: ხელოსანი, სილამაზის სალონი, ერთი კონკრეტული პროდუქტის გამყიდველი, ან ვინც Facebook გვერდს ცვლის „ნამდვილი" მისამართით.

Gold — 349₾

ხუთგვერდიანი საიტი. აქ უკვე შეგიძლია სერვისები ცალ-ცალკე გვერდებად დაშალო, და სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი Google-ისთვის: თითოეული გვერდი ცალკე ფრაზაზე იძებნება.

ტიპური შემთხვევა: კომპანია რამდენიმე მიმართულებით, კლინიკა, სასწავლო ცენტრი, სამშენებლო ან სატრანსპორტო ბიზნესი.

Platinum — 599₾

ხუთი ან მეტი გვერდი, Google Maps-ზე ბიზნესის დამატება და გაფართოებული SEO. ეს პაკეტი მაშინაა საჭირო, როცა საიტი უკვე გაყიდვის ინსტრუმენტია და არა მხოლოდ სავიზიტო ბარათი.

ერთი რამ გულახდილად: Platinum 5 ან მეტ სამუშაო დღეს საჭიროებს, არა ორს. მეტი გვერდი მეტ ტექსტს, მეტ სტრუქტურას და მეტ ოპტიმიზაციას ნიშნავს. ამას დრო სჭირდება და ვამჯობინებთ, წინასწარ იცოდე.

ვერ გადაწყვიტე? დაგვირეკე და აღწერე, რას აკეთებს შენი ბიზნესი. ხშირად ვურჩევთ უფრო იაფ პაკეტს, ვიდრე კლიენტს ეგონა რომ სჭირდებოდა — რადგან საიტი, რომელსაც არავინ იყენებს, არავითარ ფასად არ ღირს.

რა შედის ფასში და რა — არა

ფარული გადასახადი არ გვაქვს. ქვემოთ ზუსტად წერია, რის გადახდა მოგიწევს და რის — არა.

ფასში შედის

  • დიზაინი და დაპროგრამება, მთლიანად, ინდივიდუალურად შენი ბიზნესისთვის
  • მობილური და პლანშეტის ვერსია, ცალკე არ ფასდება, ყოველთვის ჩართულია
  • SSL სერტიფიკატი — მისამართი „ჩაკეტილი ბოქლომით", უფასოდ და სამუდამოდ
  • SEO საბაზისო ოპტიმიზაცია, სათაურები, აღწერები, სტრუქტურა, სისწრაფე
  • ტექსტების განთავსება — თუ მასალა გაქვს, ჩვენ ვაწყობთ და ვაფორმატებთ
  • ჩაბარების შემდგომი შესწორებები, გონივრულ ფარგლებში, დამატებითი ანგარიშის გარეშე

ფასში არ შედის

  • დომენი —.ge დომენი წელიწადში დაახლოებით 30–50₾ ჯდება და შენს სახელზე რეგისტრირდება. ეს შენი საკუთრებაა და ასეც უნდა იყოს.
  • ჰოსტინგი — 10₾/თვე, თუ ჩვენთან განათავსებ. თუ საკუთარი გაქვს — უფასოდ განვათავსებთ იქ.
  • ფოტოსესია — ჩვენ ვმუშაობთ იმ ფოტოებით, რაც შენ გაქვს. თუ არ გაქვს, ვიყენებთ ხარისხიან უფასო ფოტოებს.
  • ტექსტების დაწერა ნულიდან, თუ საერთოდ არაფერი გაქვს დაწერილი, ამას ცალკე შევათანხმებთ.
  • ყოველთვიური მართვა — საიტი შენია და შენ მართავ. საჭიროების შემთხვევაში დაგეხმარებით.
გადახდა ორ ნაწილად ხდება. 50% სამუშაოს დაწყებამდე, დანარჩენი — ჩაბარებისას, მას შემდეგ რაც ნახავ და მოგეწონება.
ხშირი კითხვები

საიტების დამზადება — FAQ

ყველაფერი რაც უნდა იცოდე ფასებისა და პროცესის შესახებ

საიტის დამზადება ფასები — რა ღირს?

საიტების დამზადება WebKing.ge-ზე იწყება 199₾-დან. Silver (1-გვერდიანი) — 199₾, Gold (5-გვერდიანი) — 349₾, Platinum (5+ გვერდი + Google Maps) — 599₾. ყველა პაკეტს ემატება ვებ ჰოსტინგი 10₾/თვე.

საიტების დამზადება რამდენ დროში ხდება?

Silver და Gold პაკეტში ვებ საიტის დამზადება ხდება 2 სამუშაო დღეში. Platinum — 5+ სამუშაო დღეში. გარანტიას ვაძლევთ ჩაბარების ვადაზე.

რა ღირს ვებ ჰოსტინგი?

WebKing ვებ ჰოსტინგი — 10₾/თვე: SSD სერვერი, SSL სერტიფიკატი, ყოველდღიური Backup, ქართულენოვანი ტექნიკური მხარდაჭერა. გაქვს საკუთარი ჰოსტინგი? განვათავსებთ შენს სერვერზე.

მობილურის ეკრანისთვის ადაპტაცია შედის ღირებულებაში?

კი, ყველა პაკეტში მობილურისთვის და პლანშეტისთვის ოპტიმიზაცია შედის ღირებულებაში. Google Mobile-First Indexing-ს ვიყენებთ.

Facebook-ის გარეშეც შეიძლება საიტის შეკვეთა?

Facebook გვერდი ყველაზე სწრაფი გზაა, ვიყენებთ ფოტოებს, კონტენტს, ბრენდს. Facebook-ის გარეშეც ვქმნით ვებ გვერდს, საჭიროა ინფორმაცია ბრენდზე, ლოგო და სასურველი სექციები.

Silver-სა და Gold-ს შორის განსხვავება?

Silver — 1 გვერდიანი საიტი (Landing Page). Gold — 5 გვერდი: მთავარი, ჩვენ შესახებ, სერვისები, გალერეა, კონტაქტი. Gold ასევე მოიცავს WhatsApp ღილაკს და გაუმჯობესებულ SEO-ს.

რას ნიშნავს „1-გვერდიანი" და „5-გვერდიანი" საიტი?

გვერდი ცალკე მისამართია, მაგალითად „მთავარი", „სერვისები", „ჩვენ შესახებ". ერთგვერდიანი საიტი ერთ გრძელ გვერდზე ალაგებს ყველაფერს და ვიზიტორი გადაფურცვლით ეცნობა. ხუთგვერდიანზე თითოეული თემა ცალკე მისამართზეა, რაც Google-ისთვის უკეთესია: თითოეული გვერდი ცალკე ფრაზაზე იძებნება.

შემიძლია მოგვიანებით პაკეტის გაზრდა?

კი. Silver-იდან Gold-ზე გადასვლისას იხდი მხოლოდ სხვაობას, ნულიდან თავიდან არაფერი კეთდება. საიტი თავიდანვე ისეა აწყობილი, რომ გვერდების დამატება მარტივი იყოს.

დომენი ვის სახელზე რეგისტრირდება?

შენს სახელზე. დომენი შენი საკუთრებაა და ჩვენ მასზე უფლებას არ ვინარჩუნებთ. თუ ოდესმე სხვა შემსრულებელთან გადაწყვეტ გადასვლას, ყველაფერი შენთან რჩება.

მზად ხარ შეუკვეთო
საიტი ახლავე?

დაგვირეკე ან მოგვწერე — 2 სამუშაო დღეში გაბარებთ პროფესიონალურ ვებსაიტს.